პროექტის თემა: როგორ გავზომოთ მიუწვდომელ ადგილებამდე
მანძილები.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები დაამზადებენ დიდი
ფორმატის ფანერის ან მუყაოს:
ა).
ტოლფერდა; ბ). ტოლგვერდა და მართკუთხატოლფერდა
სამკუთხე-
დებს,
რომელთა კუთხეების ზომა წინასწარ იქნება შერჩეული. გაეცნობიან
ინტერნეტით
თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს, ზემოთ აღნიშნული
თვალსაჩინოებით და სინუსების თეორემის გამოყენებით
გამოთვლიან
მიუწვდომელი
გორების, ტელევიზიის ანძის, მრავალსართულიანი შენო-
ბის
თუ სხვათა სიმაღლეებს, ასევე გამოთვლიან მდინარის/ტბის ნებისმიერ
მიუვალ
ორ წერტილს შორის მანძილს.
პროექტის აქტუალობა: 1. მოსწავლეები ისწავლიან მუშაობას
ჯგუფებში და წყვილებში.
2. განუმტკიცდებათ
დამოუკიდებელი აზროვნების უნარ/ჩვევები.
3. ისწავლიან
პრაქტიკაში და ყოფაცხოვრებაში აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების გზებსა და საშუალებებს.
პროექტის მიზნები: დამოუკიდებლად საქმის კეთების, კვლევისა
და ძიების, პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის უნარჩვევების ჩამოყალიბება. კრიტიკული
აზროვნების განვითარება. კომპიუტერის გამოყენებით ინტერნეტში საჭირო საკითხების უნარების
ჩამოყალიბება.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადების ხანგრძლივიბა: მეორე სემესტრის მსვლელობა.
მოსალოდნელი შედეგი: პროექტები, რა შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ჯგუფები რომლებიც გაზომავენ : ა).მიუწვდომელი გორის სიმაღლეს, ბ). მრავალსართულიანი
შენობის სიმაღლეს, გ).,,ნურისტბის“ (ბათუმში) სიგანეს, დ). აღნიშნულებთან დაკავშირებით
შეიქმნება პროექტის პრეზენტაციის ფაილები ცალკ-ცალკე, შეიქმნება ბლოგი, შეიქმნება ანგარიში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, სამკუთხედების დასამ-ზადებლად ფანერი 2-3 კვ.მ., სახაზავი, ტრანსპორტირი,
საოფისე მასალა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საპროექტო
თემის სერჩევის შემდეგ ვაკეთებთ პროექტის გეგმას და ვაყალიბებთ პროექტის განხორციელების
ეტაპებს; სანამ პრაქტიკულ საკითხზე (მიუვალ ორ წერტილს შორის მანძილის გაზომვა) გადავიდოდეთ,
ხდება საქმის გადანაწილება მოსწავლეთა ჯგუფებზე: მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება ფანერის
ფურცლისაგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის სამკუთხედების დამზადება, მეორე ჯგუფი იმუშავებს
ინტერნეტში მასალების მოძიების მიზნით, მესამე ჯგუფი შექმნის მოძიებული მასალების საფუძველზე
ინფორმაციას პრეზენტაციისათვის, მეოთხე ჯგუფი ფანერისაგან დამზადებული სამკუთხედების,
სახაზავის ტრანსპორტირის გამოყენებით სინუსების თეორემაზე დაყრდნობით აწარმოებენ ზემოთ
ჩამოთვლილი ამოცანების პრაქტიკულად გაზომვას და გამოთვლას.
პროექტის
განხორციელებეის შემდეგ ჩატარდება დისკუსიები,აზრთა შეჯერება/გაზიარება, შეიქმნება
პროექტის ანგარიში, მოხდება პრეზენტაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან.
პროექტის დასრულებსას მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
კავშირი საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან: ეროვნული სასწავლო გეგმა, მათემატიკა, ისტ, გეოგრაფია, ისტორია.